კორპორატიული პიკნიკი

ბოტანიკური ბაღი შესაძლებლობას გაძლევთ ბაღის ტერიტორიაზე მოაწყოთ კორპორატიული პიკნიკი, დაჯილდოვება, შეჯიბრები და სხვა სახის კერძო ღონისძიებები.

კორპორატიული პიკნიკის მოწყობის ღირებულება ერთ პირზე (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) ლარით.
50 - ზე მეტი პირთა ჯგუფის მიერ კორპორატიული პიკნიკის ან ლანჩის მოწყობის ღირებულება ერთ პირზე (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) განისაზღვროს 20 (ოცი) ლარით.
100 - ზე მეტი პირთა ჯგუფის მიერ კორპორატიული პიკნიკის ან/და ლანჩის მოწყობის ღირებულება ერთ პირზე (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ლარით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ მითითებულ საფოსტო მისამართზე: info@nbgg.ge