მიზანი

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მას ურბანულ გარემოში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ბუნებაში იყენებდეს.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ვხედავთ, როგორც მცენარეთა მრავალფეროვნების დარგში ავტორიტეტულ და სანდო სამეცნიერო რესურსს, რომელიც ამავდროულად დაფასებული იქნება, როგორც მაღალი ესთეტიური და ინსპირაციული ღირებულებების მქონე ბაღი.


მისია

მცენარეთა შესწავლა, შენარჩუნება და მათი გონივრული გამოყენების ხელშეწყობა საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.


სტრატეგიული პრიორიტეტები

1. საქართველოსა და კავკასიის მცენარეული მრავალფეროვნების შესწავლა და დოკუმენტირება მათი ეთნობოტანიკური გამოყენების ჩათვლით.

2. იმ საფრთხეების შესწავლა და გაანალიზება, რომლებიც ემუქრება საქართველოს ფლორას, მათ შორის არაადგილობრივი ინვაზიური სახეობებით გამოწვეული საფრთხის ჩათვლით.

3. საქართველოს ბუნებრივი ფლორის, მათ შორის კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების შეგროვება, მათი გრძელვადიანი შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კვლევის, რეინტროდუქციისა და სელექციისათვის.

4. ცოცხალი კოლექციების მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მათი გამოყენება კვლევის, გარემოსდაცვითი განათლებისა და ესთეტიურ-რეკრეაციული ფუნქციების სარეალიზაციოდ.

5. მცენარეული რესურსების შეფასება ურბანული გამწვანების პროგრამებსა და სხვა სახის მდგრადი მიზნებისათვის მათი პოტენციური გამოყენების თვალსაზრისით.

6. ფართო საზოგადოებისა და მისი ცალკეული ჯგუფების განათლება მცენარეთა მრავალფეროვნების, კონსერვაციის, მცენარეთა კულტურული მნიშვნელობისა და მდგრადი ცხოვრების საკითხებზე.