მეგობართა კლუბი

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2015 წლიდან ფუნქციონირებს „მეგობართა კლუბი“, რომელიც ნებაყოფლობით წევრობაზე ორიენტირებული ინიციატივაა. ის ეხმარება ბოტანიკურ ბაღს ორგანიზაციული საჭიროებების უზრუნველყოფასა და მიზნების მიღწევაში მატერიალური, ფინანსური, ფიზიკური ან/და ინტელექტუალური შრომის სახით განხორციელებული შემოწირულო-ბებით.

მეგობართა კლუბის წევრობა შესაძლებელია როგორიც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისთვის.

მეგობართა კლუბის წევრობის სახეებია:

ბოტანიკური ბაღის მოხალისე - ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით ეხმარება ბოტანიკურ ბაღს ფიზიკური ან/და ინტელექტუალური შრომით ორგანიზაციული საჭიროებებისა და მიზნების მიღწევაში;

ბოტანიკური ბაღის მეგობარი - ფიზიკური პირი, რომელიც არის ბოტანიკური ბაღის მუდმივი დამთვალიერებელი;

ბოტანიკური ბაღის მხარდამჭერი - ფიზიკური პირი, რომელიც შეიძენს ბოტანიკური ბაღის დათვალიერების ერთ ამონებენტს მაინც;

ბოტანიკური ბაღის სპონსორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება, რომელიც ბოტანიკური ბაღის სასარგებლოდ ახორციელებს შემოწირულობას ფინანსური, მატერიალური ან/და ფიზიკური/ინტელექტუალური სამუშაოს შესრულების გზით;

მეგობართა კლუბის საპატიო წევრი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ბოტანიკური ბაღის სასარგებლოდ გაიღებს განსაკუთრებულ წვლილს.


მეგობართა კლუბში გაწევრიანების პირობები

1. მეგობართა კლუბის წევრობის მსურველმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას.


2. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს

განმცხადებლის სახელი/ გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში -იურიდიული პირის სახელწოდება;

განმცხადებლის პირადი ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში - საიდენტიფიკაციო კოდი);

ინფორმაცია განათლების შესახებ;

მოტივაცია მეგობართა კლუბის წევრობის თაობაზე;

მეგობართა კლუბის წევრობის სასურველი სახე;

განცხადების შედგენის თარიღი;

განმცხადებლის ხელმოწერა.

3. განცხადებას უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იურიდიული პირის შემთხვევაში -ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესრიდან).

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ მითითებულ საფოსტო მისამართზე: info@nbgg.ge