iNaturalist - საქართველო

საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გასაზრდელად, დაინტერესებული პირების ბიომრავალფეროვნების აღწერასა და შესწავლაში ჩართვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი იწყებს პროექტს „iNaturalist - საქართველო“.

პროექტში ჩართული მონაწილეების მიზანია სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ონლაინ ბაზაში განათავსონ მცენარეების ფოტოები, კოორდინატები და მიუთითონ სახეობა (თუ გაურკვეველია, იგი დაზუსტება სხვა მონაწილეების მიერ).

ბოტანიკიური ბაღი ყოველი თვის დასაწყისში გასცემს დავალებას კონკრეტული ჯგუფის მცენარეების აღწერისთვის, თვის ბოლოს გამოავლენს საუკეთესო შედეგის მქონე წევრებს და მათთვის განახორციელებს ერთდღიან სამოყვარულო ექსპედიციებს საქართველოს მასშტაბით.

პროექტში მონაწილეობისთვის

1. სმარტფონში ჩამოტვირთეთ აპლიკაცია „iNaturalist”, დააინსტალირეთ და გაიარეთ რეგისტრაცია.

2. აპლიკაციაში მოძებნეთ და შემოუერთდით პროექტს „საქართველოს მცენარეულობა - The vegetation of Georgia”

3. შემოგვიერთდი FB ჯგუფში ( iNaturalist - საქართველო ), ადევნე თვალი სიახლეებს და შეამოწმე ღონისძიების კალენდარი

100 გაკეთებული დაკვირვება | 100 აღწერილი სახეობა | 100 ჩართული მონაწილე