სასწავლო-შემეცნებითი ტურები სტუდენტებისთვის

სასწავლო-შემეცნებით ტურებში გათვლილია პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე

ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ცოცხალი კოლექციები და მცენარეთა სახეობების მრავალფეროვნება მდიდარი რესურსია მოქალაქეების, განსაკუთრებით კი სტუდენტებისთვის ბიომრავალფეროვნების გასაცნობად, ჰორთიკულტურის, აგრონომიისა და ბოტანიკის შესახებ ცოდნის გასაღრმაველბად. ამ მიზნით ბოტანიკურ ბაღში მოქმედებს სასწავლო შემეცნებითი-ტურების პროგრამა, რომლის ფარგლებში მონაწილე

• გაეცნობა ბოტანიკური ბაღის საქმიანობას და ღირსშესანიშნაობებს

• მოინახულებს მცენარეთა კოლექციებსა და შეისწავლის მათი შექმნის პრინციპებს

• გაეცნობა იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეების კონსერვაციის პროცესს

სტუდენტების მიღება მიმდინარეობს ორ ნაკადად:

1. ნებისმიერი საწავლო პროგრამის სტუდენტებისთვის (გარდა ბიომრავალფეროვნების შემსწავლელი მეცნიერებების სტუდენტებისა) სასწავლო-შემეცნებითი ტური გაიმართება თვეში ერთხელ, ოთხშაბათს 14:00-დან 16:00 საათამდე.

2. ბიომრავალფეროვნების შემსწავლელი მეცნიერებების სტუდენტებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური ჩატარდება თვეში ერთხელ, ოთხშაბათს, 14:00-დან 17:00 საათამდე.



ხშირად დასმული კითხვები:

1) ტურები ერთჯერადია თუ ყოველკვირეულად უნდა მივიღო მონაწილეობა?

ტური ერთჯერადია. თითოეულ დარეგისტრირებულ მონაწილეს/ჯგუფს მონაწილეობის მიღება მხოლოდ ერთ ტურზე შეუძლია

2) რამდენი მონაწილეა ერთ ტურზე?

ერთ ტურზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 15 სტუდენტი.

3) თუ ტურზე დარეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობამ გადააჭარბა 15 ადამიანს, რა პრინციპით მოხდება ტურის მონაწილეების შერჩევა?

დარეგისტრირებული პირველი 15 მონაწილე მიიღებს ინფორმაციას ტურამდე 4 დღით ადრე. შემდეგი 5 მონაწილე გადავა რეზერვში და საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდებით ტურამდე 2 დღით ადრე. დანარჩენი მონაწილეები ავტომატურად გადანაწილდებიან მომდევნო ტურებზე