კულტივარების ბაღი

„კულტივარების ბაღი“, რომელიც გაშენებულია ცენტრალურ პარკში ზღვის დონიდან 506 მეტრის სიმაღლეზე. დეკორატიული უბანი 2004 წელს მოეწყო. აქ წარმოდგენილია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ ბოტანიკური ბაღისათვის საჩუქრად გადმოცემული როგორც წიწვოვანი, ასევე მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ხეებისა და ბუჩქების სახეობები და კულტივარები.
დეკორატიული უბნის გაფორმებაში გამოყენებულია მერქნიანი მცენარეების შემდეგი კულტივარები: მთის ფიჭვის - Pinus mugo ორი კულტივარი ‘Mughus’ და ‘Mops’, დასავლეთის ტუიას -Thuja occidentalis კულტივარები ‘Golden Globe’, ‘Woodwardii’, ‘Europe Gold‘ და ‘Holmstrup’, საშუალო ღვიის Juniperus x media კულტივარები ‘Pfizeriana Aurea’, ‘Blue and Gold’ და ‘Pfizeriana’, ჩინური ღვიის - Juniperus chinensis კულტივარები ‘Monarch’, ‘Obelisk’, ‘Stricta’ და ‘Blue Alps’, კლდის ღვიის - Juniperus scopulorum კულტივარი ‘Blue Arrow’, კაზაკური ღვიის - Juniperus sabina კულტივარები - ‘Glauca’ და ‘Variegata’, ჰიმალაური ღვიის - Juniperus squamata კულტივარები ‘Blue Carpet’ და ‘Meyeri’, ცალკე იარუსს ქმნის ჰორიზონტალური ღვიის - Juniperus horizontalis კულტივარი ‘Blue Chip’ .
აქ ასევე წარმოდგენილია თეთრი თუთის - Morus alba მტირალა ფორმა ‘Pendula’, მტირალა არყის - Betula pendula კულტივარი ‘Yungii’, ტუნბერგის კოწახურის - Berberis thunbergii კულტივარები ‘Red Pillar’ და ‘Harlequin’, წითელი ტყემლის - Prunus cerasus კულტივარი ‘Pissardii’, ლეკას - Acer platanoides კულტივარი ‘Royal Red’, ხისებრი კარაგანას - Caragana arborescens კულტივარი ‘Pendula’, საშუალო უთხოვარის - Taxus x media კულტივარები ‘Hicksii’ და ‘Hilli’, უთხოვრის - Taxus baccata კულტივარები ‘Elgantissima’ და ‘Rependens’, ლარიქსის - Larix decidua კულტივარი ‘Repens’, ფორჩუნის ჭანჭყატის - Euonymus fortunei კულტივარები ‘Gajety’ და ‘Gold’ , შავი ფიჭვის - Pinus nigra კულტივარი ‘Brepo’; ბარდანაყოფა ხამეციპარისის - Chamaecyparis pisifera კულტივარები ‘Plumosa Aurea’, ‘Boulevard’ და ‘Sungold’.
ბოტანიკური ბაღის დეკორატიული ხე-ბუჩქებისა და კულტივარების კოლექციის კურატორია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სვეტლანა ხმალაძე. სააგრონომო ზედამხედველობას უწევს დეკორატორი-აგროტექნიკოსი გრიგორი აკოფოვი.