დღეს პროექტ iNaturalist ეკომონადირის მაისის თვის გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ, პროექტის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა :)
გათამაშდა სამი საპრიზო კატეგორია:
I - ყველაზე მეტი დაკვირვება - გამარჯვებულია რევაზ კვარაცხელია, რომელსაც საჩუქრად სალაშქრო ზურგჩანთა გადაეცა.
II - ყველაზე მეტი სახეობის აღწერა - გამარჯვებულია ეთო სვანიძე, გადაეცა მცირე ზომის სალაშქრო ჩანთა (daypack).
III - ყველაზე მეტი მცენარის იდენტიფიკაცია - გამარჯვებულია ლევან ფერაძე, რომელსაც Power bank-ი გადაეცა.
კონკურსი გრძელდება და ველოდებით ივნისის თვის გამარჯვებულებს.