9 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ეკოსაგანმანათლებლო პროექტ საკვირაო სკოლის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის - "დებატები: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა" - მონაწილეებს უმასპინძლა🔬🧪
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ბოტანიკური ბაღის ისტორიას და ბაღში წარმოდგენილ კოლექციებს გაეცნენ, მოისმინეს ლექციები მცენარეთა მორფოლოგიისა და მცენარეთა მავნებლების შესახებ
გაეცნენ ჰერბარიუმის დამზადების წესებს და გაიარეს პრაქტიკული სამუშაოები ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის ლაბორატორიაში, სადაც მოამზადეს მავნებელთა საპრეპარატო ნიმუშები, მათ მიერ დამზადებული ნიმუშებით კი განახორციელეს მიკროსკოპული ანალიზი
პროექტი - "დებატები: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა" 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მასში სააპელაციო ფორმაზე დაყრდნობით შერჩეული 12 მოსწავლე მონაწილეობდა