მეტყევის დღე ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში



10 ოქტომბერი - მეტყევის დღე ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.