საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება

საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტის პროექტის, მუნიციპალური პროგრამისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების მომზადება, მუნიციპალური პროგრამების პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად ორგანიზაციის შემოსულობებისა და გადასახდელების გეგმის მოზადება და მისი შესრულებაა.

საფინანსო სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების, საქმიანობის ბუღალტრული ანგარიშგების, ბაღში მოქმედი ტარიფებისა და მომსახურებების საფასურის შემოღების ან/და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას უზრუნველყოფს. ამასთანავე იგი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს.