ეთნობოტანიკისა და ეკოლოგიური განათლების განყოფილება

ბოტანიკური ბაღში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს ეთნობოტანიკისა და ეკოლო-გიური განათლების განყოფილება, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიზნით სწავლობს კავკასიის - კერძოდ, საქართველოს იშვიათ, ვიწროლოკალურ და გადაშენებად სახეობებს, და ქმნის საკვები, დეკორატიული, სამკურნალო და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე მცენარეების ცოცხალ მცენარეთა კოლექციებს.

საველე ექსპედიციებისა და მოსახლეობასთან მიზნობრივი მუშაობის გზით, ეთნობოტანიკისა და ეკოლოგიური განათლების განყოფილება, ამზადებს და გამოსცემს სამეცნიერო, საგანმანათლებლო-შემეცნებით ლიტერატურასა და სხვადასხვა პოლიგრაფიულ მასალებს.

ახდენს ბაღის საკოლექციო ნეკვეთების შევსება-განახლების, მოვლისა და მისი სამეცნიერო მიზნებისათვის აღრიცხვის უზრუნველყოფას; ახორციელებს ბოტანიკური ბაღის მიერ საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებებს;

ეთნობოტანიკისა და ეკოლოგიური განათლების განყოფილების მთვარი ფუნქცია ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და შემუშავება, ასაგანამანათლებლო აქტივობების/ღონისძიებების დაგეგმვა და მისი განხორციელების უზრუნველყოფაა.

განყოფილების ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის საგანამათლებლო-შემეცნებითი პროგრამებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება.