მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის განყოფილება

2017 წლიდან მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის განყოფილების ბაზაზე, ბაღში მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის განყოფილება ჩამოყალიბდა, მისი მთავარი ფუნქცია ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების, საკოლექციო ნაკვეთების, ისტორიული არბორეტუმის და ბაღის საპარკე ნაწილის გაფორმება და დეკორატიულ უბნებში არსებულ მცენარეთა მოვლაა.

ამ მიზნით, განყოფილება გეგმაზომიერ აგრო-ტექნიკური სამუშაოებს ატარებს, ახდენს განსაზღვრული საკოლექციო ნაკვეთების საერთო ზედამხედველობას, კოლექციის სისტემატიურ მონიტორინგსა და შევსება-განახლების ღონისძიებათა კოორდინირებას.

განყოფილების ფუნქციებში შედის ვარდების საკოლექციო ნაკვეთის მოვლა, ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა დარგვისა და ცალკეული უბნების ლანდშაფტური განაშენიანების ღონისძიებების დაგეგმვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.

განყოფილება ასევე კოორსინაციას უწევს ბოტანიკური ბაღის სანერგეში, სათბურებსა და ორანჟერიაში არსებული ჭარბი და სარეალიზაციოდ გამოყვანილ მცენარეთა რეალიზაციას.

მებაღეობისა და ლანდშაფტური დიზაინის განყო-ფილების შემადგენლობაში შედის ოთხი სექტორი, რომელთა ფუნქციები მკაცრად არის განსაზღვრული. ეს სექტორებია:

მეყვავილეობის სექტორი
საპარკე გაფორმების სექტორი
ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა
სანერგე მეურნეობა