ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასურის შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ

სტუდნტები - 1 ლარი
საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები

სკოლის მოსწავლეები - 50 თეთრი
საქართველოში მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები

ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
ობოლი ან/და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები და სტუდენტები
6 წლამდეწ ასაკის ბავშვები
სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასურისაგან გათავისუფლება მოხდება მხოლოდ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.

ბოტანიკური ბაღის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფასო დაშვების უფლებით სარგებლობენ:
მეცნიერ-მკვლევარები და სტუდენტ-ლექტორთა ის ჯგუფები, რომლებიც ბოტანიკურ ბაღში გადიან საწარმოო პრაქტიკას;
ბოტანიკური ბაღის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტებში ჩართული მოქალაქეები, საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეები;
ბოტანიკური ბაღის მეგობართა კლუბის წევრები;
ოფიციალური სტუმრები ან/და დელეგაციები.