სამოტივაციო-სასწავლო კურსი



სამოტივაციო-სასწავლო კურსი დასრულდა და გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ახალ თაობას, არაჩვეულებრივ ბავშვებს ასეთი დაინტერესებისთვის და ყოჩაღობისთვის

ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობისთვის და მათი ბიომრვალფეროვნების მიმართ ცნობიერების ამაღლებისთვის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეებისთვის სამოტივაციო-სასწავლო კურსი უფასოდ ჩატარდა

მოსწავლეებმა ბოტანიკურ ბაღში პრაქტიკულ-თეორიული აქტივობებით შედგენილი სპეციალური პროგრამა გაიარეს, რომლის ფარგლებშიც გაეცნენ ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთებს, მიიღეს ინფორმაცია მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების შესახებ და შეისწავლეს ბოტანიკის ძირითადი საკითხები.

''შემეცნებითი კურსი მოსაწავლეებისთვის'' მომავალშიც დაიგეგმება, კიდევ ბევრ მოსწავლეს ექნება საშუალება ჩაერთოს ძალიან საინტერესო აქტივობებში