ბოტანიკურ ბაღში საბავშვო სივრცის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა



საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ცენტრალური შემოსასვლელის მიმდებარედ, ისტორიულ არბორეტუმთან განახლებული საბავშვო სივრცე მოეწყო. ისტორიული არბორეტუმის ტერიტორიაზე ხემცენარეთა ერთობლიობა სამეცნიერო და სადემონსტრაციო მიზნითაა წარმოდგენილი, სწორედ ამ სივრცეში ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს იხილოს განსაკუთრებული მცენარეები და ასევე ისარგებლოს საბავშვო გასართობი სივრცით

მოედანზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვისთვის გასართობი ატრაქციონები და შემეცნებითი-ეკოსაგანმანათლებლო აბრებია განთავსებული

საბავშვო სივრცის გახსნაზე ბოტანიკურმა ბაღმა ‘’ბასტი-ბუბუს’’ ბავშვების ჯგუფს უმასპინძლა, მოწვეულ სტუმრებს ბოტანიკურ ბაღში შემეცნებითი ექსკურსია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ბავშვებმა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ

ახალი საბავშვო სივრცე დამატებითი შესაძლებლობაა ბოტანიკური ბაღისათვის დამთვალიერებელთა მოზიდვის თვალსაზრისით

დიდი მადლობა მხარდამჭერებს:

Museum of Illusions Tbilisi Nutelland

BBB აკადემია

Nutelland