ქრიზანთემების გამოფენა-გაყიდვა



საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ქრიზანთემების გამოფენა-გაყიდვა 6 და 7 ნოემბერს გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექცია, 170-მდე ჯიში,მათ შორის ბოტანიკურ ბაღში გამოყვანილი ჯიშებიც.

საგამოფენო სივრცეში ასევე ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერიის სარეალიზაციო და სადემონსტრაციო სივრცეც იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ეკოლოგიური განათლების განყოფილების სპეციალისტების მიერ შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ჩატარდა.

დამთვალიერებლები შემოდგომის ყვავილის, ქრიზანთემის შესახებ საინტერესო ფაქტებსადა ისტორიას გაეცნენ.