საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში სანერგე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა საბჭოთა პერიოდში შემოტანილი, ამჟამად უსარგებლო ქიმიური რეაქტივების უტილიზაცია.
მიუხედავად იმისა, რომ რეაქტივები დაცულ მდგომარეობაში ინახებოდა და იგი საფრთხეს არ წარმოადგენდა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი ბაღის ტერიტორიიდან გატანა და განადგურება.
პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მოხდა ქიმიური რეაქტივების განეიტრალება და მომზადება შემდგომი ინსინერაციის პროცესისთვის, მეორე ეტაპზე კი აღნიშნული განეიტრალებული ქიმიური რეაქტივებისა და ქიმიური რეაქტივებით დაბინძურებული გრუნტის ინსინერაცია.
შხამქიმიკატებისა და შხამქიმიკატებით გაჟღენთილი ნიადაგის მოცულობამ შეადგენდა 2500 კგ-ს.
ფონდი "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით სამუშაოები შეასრულა კომპანია "ეკომედმა".