10 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა, თბილისის პირველ თაფლის ფესტივალს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციაციამ (GAFA) ჩაატარა.
თაფლის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან მიღებული მრავალფეროვანი ფუტკრის ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: თაფლი, ფიჭიანი თაფლი, ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი, ცვილი და ჭეო.
ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის მერია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ევროკავშირი საქართველოსთვის, შპს. იმპერვეტი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), ექსპორტის განვითარების ასოციაცია, ათინათი, ISET..