15 და 16 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი.
ფესტივალის ფარგლებში, თეატრალიზებული სანახაობა მოეწყო, სტუმრების განწყობაზე ანიმაციური გმირები, ოჩო ფეხები, ქუჩის თეატრი, მიმები და ანიმატორები ზრუნავდნენ, რომლებიც სხვადასხვა გასართობ აქტივობაში გამარჯვებულებს ნაყინით აჯილდოვებენ
ფესტივალზე ნაყინის დამზადების მასტერკლასები და შეჯიბრებები, მეცნიერული ნაყინის დამზადებისა და ნაყინის კოქტეილების სანახაობებიც ჩატარდა
ნაყინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 15 მონაწილე კომპანია, 25-მდე სახეობის ნაყინი და გასართობი შოუ-პროგრამა
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ნაყინის ფესტივალი წელს პირველად გაიმართა და მას ყოველწლიური სახე ექნება
მადლობას ვუხდით გენერალურ სპონსორს - მოროზპროდუქტ ჯორჯიას, ყველა მონაწილე კომპანიას და ანიმატორებს, რომლებიც დამთვალიერებლების მაღალ განწყობაზე ზრუნავდნენ