13 ნოემბერს პროექტ iNaturalist „ეკომონადირეს“ დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოვება შედგა.
საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად პროექტი - „ეკომონადირე” განახორციელა, რომელიც გულისხმობდა მოსახლეობის მიერ ქალაქ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერას ონლაინ პლატფორმის - iNaturalist საშუალებით.
iNaturalist ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ პლატფორმაა ბუნების მოყვარულთათვის, რომლის საშუალებითაც ადამიანები სწავლობენ გარემომცველ ბიომრავალფეროვნებას და ერთმანეთს ცოდნასა და ინფორმაციას უზიარებენ.
ბოტანიკური ბაღის პროექტს - „ეკომონადირე“ აქვს კონკურსის სახე ქონდა, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბოტანიკური ბაღის მიერ მიცემული დავალებების შესრულებაში. დავალებები ყოველი თვის დასაწყისში ცხადდებოდა Facebook-ის და iNaturalist პლატფორმის საშუალებით.
გამარჯვებული გამოვლინდნენ თითოეული დავალების ფარგლებში, შემდეგ ნომინაციებში:
1 ადგილი - გააკეთა მეტი აღწერა (most observations)
მე-2 ადგილი - აღწერა მეტი სახეობის მცენარე (most species)
მე-3 ადგილი - გააკეთა მეტი სახეობის იდენტიფიცირება (top identifiers)
პროექტის ფინალში კი გამოვლინდა ის გამარჯვებულები, ვინც მთლიანი პროექტის ფარგლებში განახორციელა ყველაზე მეტი დაკვირვება, აღწერა ყველაზე მეტი მცენარის სახეობა და გაარკვია ყველაზე მეტი სახეობის მცენარე და მათ სუპერ პრიზები, სპორტული ველოსიპედები გადაეცათ.