დღეს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია შედგა, რომელიც ფარგლებშიც, დამსწრე სტუმრები პროგრამის სამ ძირითად მიმართულებას გაეცნენ: - ბოტანიკური ბაღის საკვირაო სკოლა - სასწავლო შემეცნებითი ტურები - მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის საჯარო ლექციები გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე. პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ გახსნა. “მჯერა, რომ სამომავლოდ ბოტანიკური ბაღი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მოქალაქეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების და მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გავრცელებაში. მჯერა, რომ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ბოტანიკურ ბაღში გაატარებენ საინტერესო და ბუნების შემეცნებით აღსავსე დღეებს.” - განაცხადა თამაზ დარჩიძემ. შეხვედრას ბოტანიკური ბაღის პარტნიორი ორგანიზაციები, საჯარო/კერძო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.