26 აპრილს მსოფლიო ყოველწლიურად შვილების სამსახურში მიყვანის დღეს აღნშნავს (Take Our Kids to Work). წელს აქციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიც შეუერთდა და თანამშრომელთა შვილებს უმასპინძლა. პატარებმა თავად მიიღეს მონაწილეობა მშობლების სამუშაო პროცესში. მოგვიანებით კი მათ ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე შეხვდა, რომელიც ბავშვებს ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე და მათი მშობლების საქმიანობაზე ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ კი ბაღის ტერიტორიაზე შემეცნებითი ტური ჩაუტარა. დატვირთული და საქმიანი სამუშაო დღის ბოლოს, პატარები სპეციალურად მათთვის მოწყობილ სახალისო შოუს დაესწრნენ და საჩუქრად ბოტანიკური ბაღისაგან ტროპიკული ორანჟერეის ულამაზესი მცენარეები მიიღეს.