22 და 23 მაისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში IV სამეცნიერო კონფერენცია "ბიომრავალფეროვნება და საქართველო" შედგა, რომელიც მიეძღვნა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს და ბიომრავალფეროვნების კონვენციის მოქმედების 25 წლისთავს. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი ბოტანიკური ბაღებისა და ორგანიზაციების, ასევე საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები იღებდნენ. კონფერენციის სამუშაო მიმართულებები იყო: მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა; მცენარეთა და ჰაბიტატების კონსერვაცია; მცენარეთა ინტროდუქციისა და ადაპტაციის საკითხები; ეთნობოტანიკა; მცენარეთა კოლექციები; ეკოლოგიური განათლება ბოტანიკურ ბაღებში.