საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ეკო-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ყოველი კვირის ოთხშაბათ და პარასკევ დღეს იმართება სასწავლო-შემეცნებითი ტურები, რომელშიც მონაწილეობის მიღება სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ. სასწავლო-შემეცნებით ტურებს უძღვებიან ბაღის ახალგაზრდა სპეციალისტები და პროექტის მონაწილეებს დეტალურად აცნობენ ბაღის კოლექციებს, მათი შექმნის პრინციპებს, მცენარეთა მრავალფეროვნებას, იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეების კონსერვაციის პროცესს, ზოგადად ბაღის საქმიანობას და ღირსშესანიშნაობებს. ბოტანიკური ბაღი აქტიურად განაგრძობს სასწავლო-შემეცნებით ტურებს, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.